myinvaruli formebi - ozebi

 

ხაზობრივად გადაჭიმული, ვიწრო და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის ზვინულები. სიგრძე ათეული კილომეტრიდან ასეულ კილომეტრამდე მერყეობს. აგებულია ჰორიზონტალური, უფრო ხშირად ირიბშრეებრივი ქვიშებით, ხრეშითა და კენჭით, რომლებშიც შერეულია კაჭარი. წარმოადგენს მყინვარისშიგა წყლის ნაკადების ფსკერულ ნალექს.

ოზების სიგრძე მერყეობს 40 კმ-იდან 500 კმ-მდე, ხოლო სიგანე სიგრძეზე ბევრად მცირეა (რამდენიმე მეტრიდან 2-3 კმ-მდე).

გავრცელებული ძველი გამყინვარების არეებში. ოზური რელიეფის ფორმები განსაკუთრებით გავრცელებულია: შვედეთში, ფინეთში, კანადაში და ჩრდილოეთ-დასავლეთ რუსეთში. თავის მაქსიმალურ სიგრძეს ოზური სერები აღწევენ კანადაში, სადაც გვხვდება დაახლოებით 800 კმ სიგრძის ოზები.

კლასიკურად არის გამოხატული ოზები ასევე სკანდინავიის ნახევარეკუნძულზე; მ.შ. აღსანიშნავია ტამერფორს-კანგასალსის ოზური სერი (ფინეთი), რომლის სიმაღლე 80 მ-ს აღწევს.